Tuesday, March 26, 2013

კავშირი "დედაშვილობა" გთავაზობთ სამოქმედო გეგმას

კავშირი "დედაშვილობა" წარმოგიდგენთ გეგმას, თუ როგორ ვფიქრობთ დავეხმაროთ უამრავ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს.
  1. ყველა ორგანიზაციაში უნდა შეიქმნას ფონდი გაჭირვებულთა დასახმარებლად. მომსახურე ადამიანების ხელფასიდან ყოველ თვეში ნებაყოფლობით უნდა გადაირიცხოს მინიმუმ 1 ლარი ფონდში.
  2. ამასთანავე, ოჯახში ყველას გვაქვს საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა. რისი გაჩუქებაც პრობლემას არ წარმოადგენს. შეგროვდეს და ნებისმიერ ეკლესიაში უნდა იქნეს მიტანილი. შეგროვილი თანხა კი ორგანიზაციაში რჩება. უნდა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც განკარგავს ამ თანხას, შესაბამისად ყველა ინფორმაციას გაასაჯაროებს.
  3. ბლოგზე ჩვენ განვათავსებთ ყველა  უახლოეს ინფორმაციას თუ ვის სჭირდება სასწრაფო დახმარება. თქვენ გაეცნობით და თქვენს ფონდში შეგროვილი თანხებით სურვილის მიხედვით დააფინანსებთ. თქვენს მიერ გაწეულ ქველმოქმედებაზე ინფორმაციას მოგვაწვდით, რომელსაც ასევე განვათავსებთ ბლოგზე.
  4. ასევე ვთხოვთ რესტორნების და სასკვების ობიექტების მფლობელებს, რომ გაიღონ მოწყალება და დღის ბოლოს დარჩენილი საკვები არ გადაყარონ, რადგან ხალხი ნაგავსაყრელებზე და ბუნკერებში ეძებს საჭმელს, ამაზე დიდი დამცირება ადამიანის წარმოუდგენელია. სურვილის შემთხვევაში მოგვაწოდეთ ინფორმაცია და ვუზრუნველყოფთ ამ პროდუქტის ეკლესიაში გადატანას, რათა მოხდეს მშიერი ადამიანების დაპურება. 
თქვენს მიერ მოწოდებულ ყველა რჩევას განვიხილავთ და გავითვალისწინებთ, გვჭირდება მთელი საზოგადოების აქტივობა. ჩვენი ერთობით გადავარჩინოთ მრავალი ადამიანის სიცოცხლე.

შემოგვიერთდით, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე!
Skype ID liabezh
tel: 9952368942;                  mob: 995599249410;
http://www.facebook.com/Kavshiridedashviloba?notif_t=fbpage_fan_invite
 
           

No comments:

Post a Comment