მჯერა, რომ ერთად დიდი ძალა ვიქნებით. ერთად ყველაფერს მოვერევით. ისევ ჩვენთვის, ჩვენი სულისათვის, რომ სიმშვიდე დავიბრუნოთ. წარმოგედგინათ, რომ ჩვენს ირგვლის მშიერი ადამიანები
ცხოვრობდნენ? უფრო უარესიც, რომ შიმშილისგან იხოცებოდნენ?. ეს უკვე მეტისმეტია.
მჯერა, რომ შენც ძალიან შეწუხებული ხარ. ვიცი, რომ ცრემლი გახრჩობს, რადგან ბავშვის სიკვდილზე უარესი არაფერია. შენ და მე ერთად შევძლებთ შევცვალოთ რეალობა. ვიცი, რომ არც მე და არც შენ არ გვილხინს, მაგრამ ეგებ სულ მცირედით მაინც დავეხმაროთ
ჩვენს თვისტომს.
ის ხომ პატარა იყო, უმწეო ....და არ გვყავს კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ჩვენი-ჩემი და შენი საქართველოს ხვალინდელი დღე იყო. ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენ ხვალე მოვკალით...
რამდენჯერ ვინანებთ,რომ არ გვიფიქრია ამ თემებზე. რამდენჯერ გვინახავს ბუნკერში ლუკმის მაძიებლები. რესტორნებიდან რამდენჯერ გამოვსულვართ შეზარხოშებულები და იქვე ახლოს რამდენი ადამიანი გვინახავს ხელგაწვდილი. რამდენჯერ გადაგვიყრია საჭმელი ... ძირს დაგდებული პური გადაგვიგდია ან კიდევ შემხმარი დაგვიწუნებია. (გუშინ ჩემმა შვილმა ძირს დავარდნილი პურის ნატეხი აიღო, აკოცა და დადო). რამდენჯერ დავწოლილვართ და დაგვიძინია ისე მშვიდად, რომ არ გვიფიქრია შია, თუ სწყურია სხვას. გვიხარია ,როცა ძვირფას ქურქს ჩავიცმევთ და ბრილიანტებით მოვიკაზმებით, ძვირფას მანქანებში
ჩავსხდებით და ულამაზეს სახლებში ჩავიკეტებით.. კი მაგრამ,რა გვიხარია, ვისი გაკვირვება და გაოცება გვსურს, ან ვის ვაწონებთ თავს იმ ქვეყანაში, სადავ ყოველი მესამე ადამიანი შიმშილობს?!
რა საშინელი გრძნობა გეუფლება, როცა ამ ყველაფერს ჩაუღრმავდები.
მოდით, დიდხანს არ ვიფიქროთ, შევეცადოთ შევცვალოთ ჩვენს ირგვლივ სამყარო. უფრო კეთილი და ლამაზი გავხადოთ ის. ყველამ გავიღოთ ლუკმა ჩვენი შვილებისთვის, მშობლებისთვის, პაპა-ბებიებისთვის...გავიღოთ ლუკმა, მათთვის, ვინც ელოდება თანადგომას. არასოდეს თქვა არასოდეს და გვახსოვდეს, რომ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ხვალ მათ ადგილას.
მტყუანის და მართლის ძიება დიდ დროს დაგვაკარგვინებს. გვახსოვდეს, რომ უბედურება მდინარეს გავს: მას რამდენიმე სათავე აქვს...
გავერთიანდეთ , ორგანიზაცია „დედაშვილობაში“ და ერთად მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება სიკეთე იყოს გადამდები.
როგორ შეიძლება, საქართველო იყოს სამშობლო ყველასთვის და ჩვენ მეგობრები მათთვის, ვისაც ვჭირდებით.
ვიჩქაროთ, რომ არ დაგვაგვიანდეს...
http://www.facebook.com/Kavshiridedashviloba?notif_t=fbpage_fan_invite
http://www.facebook.com/Kavshiridedashviloba?notif_t=fbpage_fan_invite
No comments:
Post a Comment